საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი თსუ პროფესიულ განათლების ცენტრში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.

 

მიმდინარე სასწავლო წელს თსუ 18 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 500-მდე სტუდენტი ისწავლის. 

 

2025 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისში და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front end  დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება და ღონისძიების ორგანიზება. 

 

თსუ პროფესიულ პროგრამებზე დიდი მოთხოვნაა. 2025 წლის მიღებაზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. 500-მდე ჩარიცხულ სტუდენტს შორის  სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები არიან, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიულ პროგრამას  სახელმწიფო 100 %-ით აფინანსებს.

 

 

თარიღი: 25/11/2025