საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 105"

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 105", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 

ღონისძიება თბილისის კლასიკური გიმნაზიის ბავშვთა ვოკალური გუნდის „უნისონის“ მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

 

კონფერენციის გახსნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საჯარო ლექცია - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ წაიკითხეს. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ფილმის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა - 1918-1921“  ჩვენება და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის -„1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები:ხედვა საუკუნის შემდეგ“ მასალების კრებულის პრეზენტაცია.

თარიღი: 24/05/2023