საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად.

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში 26-28 ნოემბერს გაიმართება.

სიმპოზიუმი ღიაა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრებისათვის. 

სიმპოზიუმის მიზნებია: ა) ჰუმანიტარული დარგების მნიშვნელობის სამეცნიერო არგუმენტაცია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში და ამ საქმეში ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა; ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შემავალი ქართველოლოგიური დარგების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია; გ) ჰუმანიტარულ დარგებში ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება; დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში.


სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერს.
 

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:
•    არქელოგია და ისტორია
•    ეთნოლოგია /ანთროპოლოგია
•    ენა და ლიტერატურა
•    ფილოსოფია და რელიგია
•    კულტურა და ხელოვნება
•    ინტერდისციპლინური კვლევები

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2020

საკონტაქტო პირები: 
დავით ნასყიდაშვილი, ნათია ფუტკარაძე და გიორგი ჯღარკავა.
ტელ.: 595402050 ; 555 300 104; 
ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge
ვებგვერდი: www.isysh.tsu.ge/
სოციალური მედია: facebooktwitter

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

თარიღი: 08/04/2020