საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია აცხადებს კანდიდატების მიღებას ოთხწლიან ინტენსიურ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2023 სასწავლო წლებისთვის.

პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება.

კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ს მთავრობა სრულად დაფარავს. სხვა საჭირო ხარჯებს კი სასაზღვრო პოლიცია აანაზღაურებს. სწავლის ღირებულება, ერთი წლის განმავლობაში, შეადგენს დაახლოებით 97 000 აშშ დოლარს.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის (USCG) კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს:

  • სამოქალაქო ინჟინერია;
  • ელექტრო ინჟინერია;
  • საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია;
  • ოპერაციების კვლევა;
  • საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები;
  • სახელმწიფო მართვა;
  • სამანქანო ინჟინერია;
  • მართვა.
აკადემიური  პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.
თარიღი: 30/10/2018