ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა მიიღო აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის „ადამიანური რესურსების მართვა“ Executive Master of Business Administration (EMBA) აკრედიტაცია.
პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკოს მსმენელებზე და ჩარიცხვის მსურველს უნდა ჰქონდეს მართვის/ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება.
აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ჩამოყალიბდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგების გათვალისწინებით და საქართველოში ხორციელდება პირველად.