საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის მე-8 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო ციფრული კონფერენცია

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია წელს ამერიკისმცოდნეობის მე-8 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ციფრული ფორმატით ატარებს.

კონფერენციის თემატიკაა „ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის მრავალსახეობა/Faces of the U.S. Democracy“.

კონფერენცია გაიმართება 25 მაისს და წარიმართება Zoom-ის პროგრამის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

მოხსენებების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის თავისებურებებს. 

 

მოხსენებები შეიძლება უკავშირდებოდეს:
•ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში არსებულ რომელიმე კონკრეტულ პერიოდს, საკითხს, პიროვნებას და მის გავლენას ამერიკულ დემოკრატიაზე;
•ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის - კულტურული, რასობრივი, რელიგიური და ა.შ. - საკითხებთან დაკავშირებული საკითხების გავლენას ამერიკულ დემოკრატიაზე;
• შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შედარებით ანალიზს დემოკრატიის საკითხებში.

მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.
საკონფერენციო მოხსენების წარდგენა შეიძლება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

მასალების გამოგზავნის ბოლოვადაა 2020 წლის 4 მაისი, 15:00 საათი. 

 

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არათემატური, არასრული ან დაგვიანებული მასალები არ განიხილება.

მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს:
•ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი; თითოეული 500-550 სიტყვა. ფაილს უნდა დაერქვას 1- მომხსენებლის გვარი, მაგ: 1- ხატიაშვილი). ანოტაციაში უნდა იყოს აღნიშნული კვლევის სიახლე, აქტუალობა, კვლევის მეთოდები, მიზნები და შედეგები.
•მოხსენების სრული სათაური, ავტორის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 2 - მომხსენებლის გვარი)
•სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია მოხსენებაზე (PDF დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 3 - მომხსენებლი სგვარი)
• 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემებით უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (PDF დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 4 - ცნობა უნივერსიტეტიდან)

მასალების გაფორმების სავალდებულო წესები:
• ქართული ტექსტისთვის ფონტი Sylfaen, ზომა 12, Justify; სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
• ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Times New Roman, ზომა 12, Justify; სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;

სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: კონფერენცია 2020 - გვარი. (მაგალითად: კონფერენცია 2020 - ხატიაშვილი)

მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: asssg@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 10 მონაწილე. საკონფერენციოდ შერჩეული მასალების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2020 წლის 6 მაისის 15:00 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ავტორებმა 2020 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (Microsoft Word დოკუმენტი; ფონტი Sylfaen / Times New Roman, ზომა 12, Justify, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; 1500-2000 სიტყვა; PDF დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 5 - მომხსენებლის გვარი, მაგ: 5 - ხატიაშვილი).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფეიქსბუქ გვერდი.

თარიღი: 14/04/2020