საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

23-25 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. 2019 წლის კონფერენცია ეძღვნება ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50-ე წლისთავს.

ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში,  მაქსიმალურად ფართო სპექტრის  მოხსენებების თავმოყრა. თემატიკა, ტრადიციულად, ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია  და ა.შ საორგანიზაციო კომიტეტი  მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს.

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა  დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://goo.gl/e9fs3R

მნიშვნელოვანი თარიღები
განაცხადის წარდგენის ბოლო დღე: 2019 წლის 20 აპრილი
შეტყობინების მიღების თარიღი: 2019 წლის 30 აპრილი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 23-25 მაისი

იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2019 წლის 10 მაისისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აღარ დაიშვება, როგორც მომხსენებელი, შემდეგი ორი წლის განმავლობაში.  

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: Geoamstud.conf2019@tsu.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ ხატიაშვილი


მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი,  ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ოთახი 165.
თბილისი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ.: 225-06-78  

თარიღი: 31/12/2018