ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა საჯარო ლექცია „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო ლიდერობის საკითხები“ წაიკითხა.