საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალიკანტეს უნივერსიტეტის პროფესორების ტრეინინგი თსუ სტუდენტებისთვის

ერასმუსის პროექტის: „მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში, 2018 წლის 28 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ალიკანტეს უნივერსიტეტის პროფესორების ტრეინინგს თემებზე:Migration & economic development; Labor market & Migration.

ტრეინინგი განკუთვნილია ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა და მიგრაციით დაინტერესებული პირებისათვის.

ტრეინინგის სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 4 საათი, სამუშაო ენა: ინგლისური.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დასწრების მსრუველებმა უნდა გამოაგზავნონ CV საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ მისამართზე: migration.magister@tsu.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ტრეინინგის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეგისტრაცია სრულდება 23 მარტს, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


თარიღი: 16/03/2018