2020 წლის 24-25 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება:
ა) 25 ნოემბერი: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი;
ბ) 24 ნოემბერი: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი.
დარეგისტრირებული კანდიდატები:
ნიკოლოზ ავაზაშვილი - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
რევაზ შანიძე - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის, 9 ნოემბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 2020 წლის, 13 ნოემბერს, 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე)
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა სარეგისტრაციო განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა.
კომისიის გადაწყვეტილებით დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: chancellery@tsu.ge განმცხადებლის პირადი მეილიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბრძანება.
ბრძანებაში შესული ცვლილებების გასაცნობად იხილეთ დანართები