საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020 წლის ადამიანის უფლებათა კვირეული

თსუ კვლავინდებურად მონაწილეობს ადამიანის უფლებათა კვირეულში, რომელშიც ჩართულია საქართველოს 11 უნივერსიტეტი და რომლის კოორდინაციას ახდენს თავისუფალი უნივერსიტეტი.
3-10 დეკემბრის კვირაში ჩატარდება ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი მრავალი ღონისძიება. კვირეულის დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.

თსუ იღებს მონაწილებას სამ ღონისძიებაში, კერძოდ: 
3 დეკემბერს, 12:00-დან 13:30-მდე, თსუ მონაწილეობს კვირეულის გასხნით საპანელო დისკუსიაში, რომელშიც თსუ-ს პროფ. კონსტანტინე კორკელია, კოლეგებთან ერთად, ისაუბრებს თემაზე „კოვიდ-19-ის გავლენა ადამიანის უფლებათა დაცვაზე საქართველოში“.

8 დეკემბერს, 17:00-დან 18:30-მდე, თსუ-ს ედიგით ტარდება სტუდენტური კონფერენცია „საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების მნიშვნელობა ეთნიკურ/ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში“. შეხვედრის ზუმ-მონაცემები: https://zoom.us/s/91089679191  

ამავე დღეს, სტუდენტული კონფერენციის შემდეგ, 18:30-დან 19:00-მდე, ტარდება თსუ-ს ეგიდით გამოცემული სტატიათა კრებულის - „ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია“ (რედ. კ. კორკელია) - პრეზენტაცია. შეხვედრის ზუმ-მონაცემები: https://zoom.us/s/91089679191  

კვირეული იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.

თარიღი: 01/12/2020