საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესი

13-15 მარტს იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესი.

 

კონგრესზე ქართული დელეგაცია  მასშტაბურად წარსდგა: 131 ქართველი ექიმებს შორის იყვნენე რეპროდუქტოლოგები, მეან- გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, მათ შორის 21 რეპროდუქტოლოგიის რეზიდენტი.

 

კონგრესი გაიხსნა აკადემიის პრეზიდენტის პროფ. ჯოზეფ შენკერის ლექციით: გლობალური პანდემიის -კოვიდ 19 გავლენა ადამიანის რეპროდუქციაზე.

 

კონგრესის პროგრამა თემატურად იყო ძალიან დატვირთული, პარალელურად 4 დარბაზში მიმდინარეობდა საკვანძო ლექციები, აკადემიის სესიები, სიმპოზიუმები, მათ შორის სამეცნიერი საზოგადოებების,  ორალური პრეზენტაციები, პოსტერული სესია.

 

კონგრესის სპიკერები იყვნენ მეანობა-გინეკოლოგიის კორიფეები, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. კონფერენციაზე განხილული იყო რეპროდუქტოლოგიის, გინეკოლოგიის, მეანობის, გენეტიკის და ეპიგენეტიკის აქტუალური საკითხები.

 

კონგრესზე მთავარი ლექცია „აბორტი-ქართული ამბავი“ არჩილ ხომასურიძეს ჰქონდა. იგი გახლავთ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის  გენერალური დირექტორი.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ პირველად მსოფლიო ისტორიაში მსგავსი უმაღლესი დონის კონგრესზე საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ ინგლისურ ენაზე ჩატარდა სიმპოზიუმი: „ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დამსახურება მსოფლიო რეპროდუქტოლოგიაში“. სესიას თავმჯდომარეობდნენ ასოციაციის პრეზიდენტი პროფ. არჩილ ხომასურიძე და ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი.

 

სესიას ესწრებოდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები:პროფ. ანდრეა ჯენაზანი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, პროფ. ჰოვარდ კარპი-ტელავივის უნივერსიტეტი პროფესორი , პროფ. ანჯეი მილევიჩი- პოლონეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, უცხოელი დელეგატები და ქართველი ექიმები. სესიაზე გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია. მოხსენებები შეფასდა ძალიან დადებითად.

 

აღნიშნულ კონგრესზე თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის წარმომადგენელ ექიმებს ჰქონდათ კიდევ 8 ორალური პრეზენტაცია, წარმოდგენილი იყო ასევე 6 პოსტერული მოხსენება. კონგრესზე მსოფლიო რეპროდუქტოლოგთა აკადემიის ნამდვილი წევრი, არჩილ ხომასურიძე, არჩეული იქნა აკადემიის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

თარიღი: 05/04/2023