საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2022-2022 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე:
 

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული)
  • ისტორია
  • სამოქალქო განათლება
  • მათემატიკა
  • ლიტერატურა
  • ზოგადი უნარები
  • გეოგრაფია
  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • ფიზიკა
     

მეცადინეობა ყოველ საგანში ჩატარდება კვირაში ორჯერ, 2-2 ასტრონომიული საათი. მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის პროფესორები.

 

ხანგრძლივობა: 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე.
 

ღირებულება: 
თითოეული კურსის ღირებულებაა 1100 ლარი;
2 საგნის არჩევის შემთხვევაში 950 ლარი;
3 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში 850 ლარი.

 

კურსის საფასურის გადახდის წესები:

  • საფასურის გადახდა ხდება სამ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე, გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2022 წლის 01 ოქტომბრამდე;
ბ) მეორე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მეორე ნაწილი უნდა დაიფაროს 2023 წლის 15 იანვრამდე;
გ) მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის მესამე ნაწილი უნდა დაიფაროს 2023 წლის 15 აპრილამდე;

  • სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტის მიერ 2 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
  • ოჯახიდან კურსზე ორი ან/და მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებისას, აბიტურიენტის მიერ 2 და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
  • თსუ-ის თანამშრომლებისა და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვრება საგნის ღირებულების 50%-ის ოდენობით;


რეგისტრაცია გრძელდება 2022 წლის 25 სექტემბერამდე მოცემულ ბმულზე.
 

სასწავლო პროცესი წარიმართება - თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი.

დეტალური ინფორმაციისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ჩვენს Facebook გვერდზე
ან დაგვიკავშირდით: 579344443 
ელ ფოსტა: abiturienti@tsu.ge, shota.kezherashvili@tsu.ge

თარიღი: 18/07/2022