საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XVII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XVII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც პროფესორ ნოდარ კაკაბაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

 

კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა გახსნა. მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ პროფესორები და სტუდენტები. 

 

როგორც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია, კოლეგები გაეცნონ და ერთად იმსჯელონ ერთმანეთის სამეცნიერო მიღწევებზე. "ის, რომ კონფერენცია უკვე მეჩვიდმეტედ იმართება, ნიშნავს, რომ გაამართლა. ყოველი კონფერენცია ეძღვნება ჩვენი ფაკულტეტის გამორჩეულ პროფესორებს. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ჭეშმარიტ უნივერსიტეტელს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი უნივერსიტეტის და დარგის განვითარებაში. ვერ წარმომიდგენია გერმანისტი, ამ დარგის მკვლევარი, რომელიც არ იცნობს ნოდარ კაკაბაძის ნაშრომებს. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, რადგანაც ხაზს უსვამს თაობათა კავშირს", - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

 კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა სექციაში იმუშავეს:ლიტერატურათმცოდნეობა; ენათმეცნიერება; ისტორია, არქეოლოგია; კულტურის კვლევები; ფილოსოფია.

თარიღი: 20/07/2023