ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XII საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ტრადიციულად ხორციელდება ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
კონფერენციის მიზანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენცია მრავალპროფილიანი გახლდათ. მუშაობდა 9 სხვადასხვა სექცია: .ჰუმანიტარული (ლიტერათურათმცოდნეობა, ევროპისმცოდნეობა, სკანდინავისტიკა, კულტუროლოგია, ისტორია), განათლების, სოციალური, კონფლიქტოლოგიის, პოლიტოლოგიის , ეკონომიკის, სამართლისმცოდნეობის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო (ქიმია, ბიოქიმია) მედიცინის სამეცნიერო მიმართულებებით.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტები, ღონიშძიებისთვის შეირჩა 60 სამეცნიერო მოხსენება 10 უმაღლესი სასწავლებლიდან. ამავე დღეს გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო შრომების „"მერმისის" ახალი XII კრებულის წარდგენა, XIII სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი და შერჩეული მასალების ბაზაზე მომზადდება და დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების "მერმისის" ახალი XIII კრებული.
როგორც კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა თამარ პაიჭაძემ განაცხადა: „ ჩვენი პროექტი- „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ და შესაბამისად დღევანდელი კონფერენცია კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტეგრაცია, და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა ჰქვია“.