საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ - DL 101GE.
აღნიშნული კურსი არის უფასო, საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. გარდა ამისა, კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს. კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია,
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ
WIPO აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები.
კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2022 წლის 27 აპრილს.
საკონტაქტო პირი: ნინო ნაცვლიშვილი, ტელ: 599 484 155.