საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

UNESCO-ს პროგრამა „ინფორმაცია ყველასათვის“

UNESCO-ს პროგრამის „ინფორმაცია ყველასათვის“(Information for All Programme (IFAP)) ფარგლებში გამოცხადდა პროექტების მიღება 2022 წლისთვის. IFAP პროგრამა (https://en.unesco.org/programme/ifap) ეხმარება ქვეყნებს გაატარონ და განავითარონ ეროვნული საინფორმაციო პოლიტიკა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით.


წარდგენილი პროექტები უნდა იყოს შესაბამისობაში პროგრამის 6 პრიორიტეტთან:

  • ინფორმაცია განვითარებისთვის;
  • ინფორმაცია და წიგნიერება;
  • ინფორმაცია და ეთიკა;
  • ინფორმაციის დაცვა;
  • ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და
  • მულტილინგუალიზმი.


მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა თავად მიაწოდონ პროექტი მისამართზე ifap.secretariat@unesco.org 2022 წლის 16 სექტემბრამდე.


IFAP-საგან პროექტით მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10.000 აშშ დოლარს.

პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 12 თვე.

იხილეთ პროექტის შედგენასთან დაკავშირებულ დეტალური გზამკვლევი.

პროექტის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმირება.

თარიღი: 08/09/2022