საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer პროექტის გახსნითი ღოსნიძიება ერევანში

Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება ერევანში 2021 წლის 15 იანვარს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, სომხური მხარის სამიზნე ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარედგინათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, შედეგების, ვადებისა და აქტივობების შესახებ. ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სომხეთის ბიზნეს სექტორის (მცირე და საშუალო ბიზნესის), კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და შესბამისი საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE); კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი); სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი); სინქროტრონის კვლევითი ინსტიტუტი (CANDLE; სომხეთი); მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობადობის ამაღლება საერთო კვლევითი საქმიანობის სარგებელის შესახებ. ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მოხდება ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.

თარიღი: 20/01/2021