საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer პროექტის გახსნითი ღოსნიძიება

Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება საქართველოში 2021 წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, ZOOM-ის საშუალებით გაიმართება: 
https://zoom.us/j/91085187865 
Meeting ID: 910 8518 7865 

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, ქართული მხარის სამიზნე ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარედგინებათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, შედეგების, ვადებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობა და საჭიროებაა საქართველოში ტექნოლოგიების ტრანსფერისა და სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის კუთხით და რა თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული ბიზესსა და სამეცნიერო სექტორს შორის.  

ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან ქართული ბიზნეს სექტორის (მცირე და საშუალო ბიზნესის), კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და შესბამისი საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. 

იხილეთ ღონისძიების ბმული Facebook-ზე

დასწრებისთვის, ასევე, გთხოვთ, გაიაროთ მოკლე რეგისტრაცია

 პროექტის კონსორციუმის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE); კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი); სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი); სინქროტრონის კვლევითი ინსტიტუტი (CANDLE; სომხეთი); მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).  

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობადობის ამაღლება საერთო კვლევითი საქმიანობის სარგებელის შესახებ. ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მოხდება ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის
მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების 
საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური 
თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

თარიღი: 20/01/2021