საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტს დაესწრო, რომელშიც 139 უნივერსიტეტის 2000 მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
 

ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტი, ბოლო 8 წელია ყოველ გაზაფხულზე იმართება და მისი მასპინძელი სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტია. სამიტის მიზანია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებების, იდეების გაზიარება. ასევე, პარტნიორული ურთიერთობების გამყარება და გაფართოება. შეხვედრებზე განიხილეს თანამედროვე განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომი პერიოდი.
 

სამიტის ფარგლებში მოეწყო გამოფენაც, რომელზეც უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გაეცნოთ.
 

ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად მომხსენებელს, ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის პრეზიდენტს მაიკლ მერფის. შეხვედრაზე თსუ რექტორმა და ასოციაციის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამიტის ფარგლებში ახალ პარტნიორებთან დაამყარა ურთიერთობა და ერაზმუს+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ფარგლებში, რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებაზეც შეუთანხმდა. მარმარას, აიდინის, ანტალიის უნივერსიტეტები ეს იმ პარტნიორების არასრული სიაა, რომელთან თანამშრომლობაც სწორედ ამ სამიტის ფარგლებში დაიწყო.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამიტზე წელს პირველად მონაწილეობს.

თარიღი: 06/03/2023