საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ემერიტუს პროფესორს ზაზა ალექსიძეს საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ოქროს მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს ზაზა ალექსიძეს კულტურის გაბრწყინების/განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის Médaille d’or du Rayonnement culturel - ოქროს მედალი გადაეცა.

 

საერთაშორისო ასოციაციას ფრანგული რენესანსი დაწესებული აქვს რამდენიმე სახის ჯილდო - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები - სხვადასხვა სფეროში გამორჩეული მოღვაწეებისათვის. საერთაშორისო ასოციაცია დაარსებულია 1915 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, რემონ პუანკარეს მიერ. მისი მიზანია ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ასოციაციას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი დევიზია კულტურა - სოლიდარობა - ფრანკოფონია და შესაბამისად, ასოციაციის ღონისძიებები ეძღვნება კულტურის ხელშეწყობას, საქმიანობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოში საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით დაფუძნდა 2020 წლის 26 ნოემბერს. საქართველოს წარმომადგენლობას ჰყავს პრეზიდენტი - მზაღო დოხტურიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ კორესპონდენტი, საფრანგეთის ზღვისიქითა მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, აკადამიური პალმების ორდენის კომანდორი; ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი გოჩა ჯავახიშვილი; საპატიო პრეზიდენტი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი; საპატიო პრეზიდენტი - კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი და ბიურო 14 წევრის შემადგენლობით, რომლებიც ხელმძღვანელობენ შემდეგ სექციებს: განათლება, საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, ხელოვნება/კულტურა, თეატრი, ლიტერატურა, მეცნიერება, ისტორია/ფილოსოფია, ფრანკოფონია, თარგმანი, ტურიზმი, მეღვინეობა, ეკონომიკა/მეწარმეობა, მედიცინა, სპორტი. 

 

თარიღი: 25/05/2022