საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კვლავ ლიდერობენ.  2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ყველაზე მეტი - 14 პროექტი, რაც გამარჯვებული პროექტების 26 პროცენტია, თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს წინა კონკურსთან შედარებით წელს 2 პროექტით მეტს დაუფინანსებს.

თარიღი: 02/12/2021