საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Petroleum Experts-ის თანადგომა თსუ ზუსტდ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კომპანია Petroleum Experts (Petex) გაწეული ქველმოქმედებისა და  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის სტრუქტურული მოდელირების პროგრამა Move-ს 10 ლიცენზიის უფასოდ გადაცემისათვის, რომელიც გამოყენებული იქნება სწავლის პროცესსა და სამეცნიერო კვლევებში. Petex არის ცნობილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ავითარებს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა ფართო სპექტრს ნავთობისა და სტრუქტურული გეოლოგიისთვის.
 

პროგრამა Move, რომლის კომერციული ღირებულება შეადგენს 1,872218.26 გირვანქა სტერლინგს, ქმნის ახალ სტანდარტს დედამიწის სიღრმული აგებულების სტრუქტურულ ანალიზსა და გეოლოგიურ მოდელირებაში.
 

უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ, ამ პროგრამას წარმატებით გამოიყენებენ არა მარტო მაგისტრანტები და დოქტორანტები მათ მომავალ კვლევით საქმიანობაში, არამედ მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ სეისმური პროფილების ინტერპრეტაციასა და 2-3 განზომილებიან სტრუქტურულ მოდელირებაში.
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და გეოლოგიის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას კომპანია Petex-ს განხორციელებული ქველმოქმედებისთვის და პროგრამა Move-ს 10 ლიცენზიის უფასოდ გადაცემისათვის.

თარიღი: 30/01/2023