საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

JULAB-ის წამყვანი მასწავლებლების ვორქშოფი ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის

14-18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის  იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით თემაზე -„ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს  სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მათ მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს. ღონისძიება 09.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 07 აუდიტორიაში გაიხსნება. 

„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც აერთიანებს იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან, 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში 2018 წლის ივნისის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ხელი მოეწერა ინტერესთა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას. ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც გაჩნდა ამ დოკუმენტში ეხებოდა იულიხის  ცენტრთან არსებულ სასკოლო ლაბორატორიასთან იულაბის (JuLab) თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების მზარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში თსუ-ს მაგისტრი მედეა აბრამიშვილი უკვე იმყოფებოდა JuLab-ში, სადაც 7 კვირიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა. ქართველ მასწავლებლებს და მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებსაც შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაემგზავრონ და საჩვენებელ გაკვეთილებს დაესწრონ.  ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.

ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების პროგრამა.

თარიღი: 14/10/2019