საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

I სტუდენტური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილებები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტთან თანამშრომლობით 18 ივნისს გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებული I სტუდენტური კონფერენცია თემაზე „კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილებები“.

 

ქალთა ჩართულობა კიბერუსაფრთხოებაში სულ უფრო და უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალებსა და გოგოებზე კიბერსაფრთხეების არაპროპორციული ზემოქმედების პრევენციას და აღმოფხვრას. ქალები კაცებზე მეტად განიცდიან ინტერნეტ სივრცეში ძალადობას, მათ შორის, ონლაინ შევიწროებას, ადევნებას და ექსპლუატაციას. „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგში კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კომპლექსური მიდგომით მოხდეს გენდერული ძალადობის აღმოფხვრა, როგორც რეალურ, ასევე ინტერნეტ სივრცეში.

 

მულტიდისციპლინური კონფერენციის მიზანი აკადემიური კვლევის ხელშეწყობა და მონაწილეებს შორის (მათ შორის აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები), კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების თაობაზე ცოდნა-გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ. აგრეთვე, კიბერუსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის საკითხების მეტად წარმოჩენა საქართველოში.

 

კონფერენციამ უმასპინძლა პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით.  წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მკვლევარების, თსუ-ს სტუდენტების მიერ შესრულებული სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომები.

თარიღი: 19/06/2024