საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში

27 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით - „I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიიერებებში“, რომელიც ეძღვნება ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ივანე ბერიტაშვილის მიერ, თსუ-ში პირველი ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და მის 135 წლი იუბილეს. 
კონფერენციის ორგანიზატორი - თსუ მედიცინის ფაკულტეტი და  აკად. ფ.თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი. კონფერენციაზე იმუშავებს სტუდენტთა სექცია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს.

მოხსენების ფორმა - ზეპირი. 
კონფერენციის სამუშაო გეგმა - ქართული, ინგლისური. 

კონფერენციაში მონაწილეთა გამორჩეული ნაშრომები, რომლებიც შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, დაიბეჭდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის საერთო ჟურნალში „Translational and Clinical Medicine – Georgian Medical Journal”.

თანაავტორთა და ხელმძღვანელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, პრეზენტატორთა რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 2-ს.

აბსტრაქტის გაფორმების წესები : ავტორის და თანაავტორების სახელები იწერება სრულად; სათაური უნდა იყოს გარკვევით ფორმულირებული, არ უნდა მოიცავდეს 15 სიტყვაზე მეტს; უნდა მიეთითოს ნაშრომის შესრულების დაწესებულება (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი); დაწესებულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, სახელი და გვარი სრულად, მათი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი (სრულად). 

აბსტრაქტი უნდა იყოს სტრუქტურირებული და უნდა მოიცავდეს: პრობლემის აქტუალობას, მასალისა და მეთოდების მოკლე აღწერას, კვლევის შედეგებს, დასკვნებს, ამასთან, შესაძლებელია წარმოადგინოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო კლინიკური შემთხვევები. 

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეენტაციის სახით (პრეზენტაცია შესრულებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint, Prezi-ში...)

რეგლამენტი: სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 571 41 81 88
ან მოგვმართეთ ელ-ფოსტის მისამართზე : sesili.shedania196@med.tsu.edu.ge 

საკონტაქტო პირი - საბაზისო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი შედანია
აბსტრაქტები გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე - ssstsumd@gmail.com 

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის შეავსეთ ფორმა.
პასიური მონაწილეობისათვის (კონფერენციაზე დასწრება) შეავსეთ ფორმა.

კონფერენცია გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (ი.ჭავჭავაძის გამზირი #1), 
თარიღი: 02/12/2019