საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ETF აცხადებს აპლიკაციების მიღებას

ახალი სასწავლო ინიციატივის შექმნის ფარგლებში, ETF-მა (EuropeanTraining Foundation) გამოაცხადა აპლიკაციების მიღება, ინოვაციური სწავლებისა და სწავლის სფეროში საუკეთესო გამოცდილების შეგროვების მიზნით.


აღნიშნული მიზნად ისახავს სწავლების ისეთი გამოცდილების იდენტიფიცირებასა და გავრცელებას, რომლებიც მხარს უჭერენ სწავლის ახალ დინამიკას და რომლებიც, შესაძლოა, გახდნენ შთაგონების წყარო მასწავლებლების, ტრენერებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ევროკავშირის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ.


უპირატესობა მიენიჭება ისეთ გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს ახალი პედაგოგიური მიდგომების დანერგვა/განვითარებას, ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლებისა და სწავლისთვის, ზრდის მოსწავლეთა სოციალურ ინკლუზიას, აახლებს სასწავლო გეგმებს, ხელს უწყობს ძირითადი კომპეტენციებისა და ახალი უნარების ჩამოყალიბებას და ა.შ.


შესაბამისი განაცხადის წარდგენის შემდეგ, გაწეული ღვაწლის აღიარების ნიშნად, მასწავლებლები მიიღებენ ETF-ს ღია სამკერდე ნიშანს, ხოლო მათი გამოცდილება განთავსდება ETF-ის ვებგვერდზე.


საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 10 ყველაზე ინოვაციური განაცხადის ავტორი მიწვეული იქნება ETF New Learning ღონისძიებაზე, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება იტალიაში, ქ. ტურინში. აღნიშნული ღონისძიების განმავლობაში შეირჩევა სამი საუკეთესო შემთხვევა და მიენიჭება 2022 წლის ETF-ის ჯილდო 2022 ETF new Learning Award.


განაცხადის შეტანა შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმით. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია მიმდინარე წლის 22 ივლისამდე.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე:etf.educators-community@stepseurope.it
 

თარიღი: 07/07/2022