საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DataFest Tbilisi-ზე დასწრებას აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები უფასოდ შეძლებენ

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია, რომელიც წელს მესამედ გაიმართება.  არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები და უბრალოდ კარგი დრო გატარონ. 14-16 ნოემბერს ფესტივალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტები, უფასოდ შეძლებენ ფესტივალზე დასწრებას. დასწრების მსურველებმა აუცილებელია, შეავსონ  განაცხადი და დაელოდონ პასუხს. 
თარიღი: 04/11/2019