საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DAAD-ის სემინარი ბრიუსელსა და ესენში

9-18 ივლისს, DAAD-ის ორგანიზებით, ბრიუსელსა და ესენში ჩატარდება სემინარი თემაზე „Fair Play and Equal Chances at Higher Education Institutions. Diverse Perspectives from Germany, Georgia, Moldova and Ukraine.“

სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და განათლების სფეროს სპეციალისტებს საქართველოდან. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ასევე სხვა დისციპლინების წარმომადგენლებსაც. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა MA- ხარისხის ფლობა.

სემინარი ორ ეტაპად გაიმართება: ბრიუსელი, ესენი.

მგზავრობისა და საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯებს DAAD ფარავს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 02.02.2018

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
თარიღი: 26/01/2018