საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

CISI პროექტის გუნდის შეხვედრა თსუ-ში

თბილiსის სახელმწიფო უნივერსიტეტში CISI  („ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“)   თბილისში არსებულ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან პროექტის გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო კურსების გაცნობა და დაინტერესებული პროგრამებისთვის მათთვის საინტერესო კურსების დანერგვაში. ხელშეწყობაა

ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში პროექტის გუნდი ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და  უმაღლესი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. 

 

ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით, ხორციელდება. პროექტის მიზანია შშმ პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით და ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მომავალი და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. 

თარიღი: 20/07/2023