საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და პოლიმერულ მასალებში

2021 წლის 27-30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლ­ისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქ­არ­თვე­ლოს განყოფილების ორგანიზებით გაიმართა კავკასიის მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და პოლიმერულ მასალებში. სიმპოზიუმი ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაი­ჯა­ნის, უკრაინის, პოლონეთის, ინდოეთის, რუსეთის, ამერიკის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დაიბეჭდა სიმპოზიუმის 112 თეზისი. გაკეთდა 30 მდე ზეპირი მოხსენება, როგორც პირდაპირ რეჟიმში, ასევე ზუმით. გამიზნულია კონფერენციის მასალების გამოცემა ცალკე წიგნად კანადაში გამომცემლობა Apple Academic Press-ში.

ამერიკის ქიმიური საზოგადოების თბილის განყოფილების მიერ დაწესდა ფულადი პრემია ზეპირად მომხსენებელი ახალგაზრდა მეცნიერთათვის 150 დოლარის ოდენობით. აღნიშნული პრემიით დაჯილდოვდნენ ქიმიის დოქტორები თემურ და თენგიზ ქანთარიები აგრარული უნივერსიტეტიდან, რო­მ­ლებიც დღეისათვის მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტში  იმყოფებიან დაა­დის პროგრამით სტაჟირებაზე.

საუკეთესო სტენდური მოხსენებისათვის სპეციალურად გამოყოფილმა კო­მისიამ (თავმჯდომარე პროფ. ჟოზეფ ჰაპონიუკი, წევრები: ასისტ პროფესორი ჯუ­ს­ტინა კაზლოვსკა და დოქტორი თამარ თათრიშვილი) სიგელები გადასცა დ. გაბელაიას თსუ სანდიეგოს უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტს, ნ. დუმ­ბაძეს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრს, ნ კვინიკაძეს თბილისის სახელმწი­ფო უნივერსიტეტის  მაგისტრს და თ. დუნდუას თბილისის ტექნიკური უნივერ­სი­ტეტის მაგისტრს.

თარიღი: 09/08/2021