საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ლიტჰაიკერის" ფინალური ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ ფინალური ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.  მონაწილეებმა სამი თვის განმავლობაში „ლიტჰაიკერთან" ერთად  ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს.  კონკურსის  პირობების თანახმად მონაწილეები სხვადასხვა მათთვის ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებს უნდა გასცნობოდნენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება საქართველოში არსებული უმღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს ჰქონდა.  წელს პროექტში 800-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 11 ფინალისტი,  ფინალურ ტურში კი  სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ესენი არიან:

 I ადგილი: იაკობ მახარაძე, II ადგილი: მარიამ ჯანუაშვილი, III ადგილი: მერი ხვიბლიანი.

 პროექტის იდეის ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. კონკურსი უკვე  8 წელია ხორციელდება.

 წელს კონკურსის პარტნიორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა".

 

თარიღი: 10/07/2023