საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1+4 პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე - „მე ვარ ტოლერანტი - მრავალფეროვანი სამყაროს თავისუფალი ადამიანი.“  კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ესე უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე - mariam.manjgaladze@tsu.ge.
საკონკურსე ესეები მიიღება 15 დეკემბრის 18:00 საათამდე. დეტალებისთვის დაუკავშირდით საკონკურსე კომისიის თავმჯდომარეს, მარიამ მანჯგალაძეს - 599 105 140
21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება. 
კონკურსი ტარდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR მიერ, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან:  საქართველოს გაეროს ასოციაცია, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი,
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საინფორმაციო მხარდაჭერა - საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1 არხი. 
თარიღი: 25/11/2019