საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის საოფისე პროგრამების ცოდნის გაუმჯობესება“

5 ივნისს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური პროექტის, „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“ დასკვნითი პრეზენტაცია   გაიმართა.

 

პროექტის ავტორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, კიფაიატ გუსეინოვა. პროექტმა 2024 წელს სტუდენტური პროექტის ფარგლებში გაიმარჯვა. იგი ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტების აკადემიური უნარების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორთვიანი სასწავლო კურსი კომპიუტერული და აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით. პროექტში 21 სტუდენტი მონაწილეობდა.

 

ღონისძიების მონაწილეებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,  ლაშა საღინაძე  მიესალმა.  გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ზვიად მურადაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი კიფაიატ გუსეინოვა.

 

ღონისძიების მოდერატორი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი გახლდათ.პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თარიღი: 05/06/2024