საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” - დახურვის ღონისძიება

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის - “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”/EUStBA - დახურვის ღონისძიება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, ინგლისურენოვანი კომპონენტებით), რომელსაც 2022 წლის ზაფხულში 7 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია.


სინერგიული თანამშრომლობის შესაძლებლობის მეშვეობით მოხდა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მეორედ რეაკრედიტაცია. ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ წარმატებულად დასრულებულიყო ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტთან და ლატვიის ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ორი სხვადასხვა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების მოლაპარაკებები (ევროპისმცოდნეობა-ევროპის სამართლის მაგისტრატურა ვილნიუსის უნივერსიტეტთან და ევროპისმცოდნეობა- სტრატეგიული კომუნიკაცია/მმართველობის მაგისტრატურა ლატვიის ვიძემის უნივერსიტეტთან). კერძოდ, ხელი მოეწერა სასწავლო შეთანხმებებს, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა. შესაბამისად, მიმდინარე აკადემიური წლიდან 6 სტუდენტი ოფიციალურად ჩაერთო და გაემგზავრა პარტნიორ უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სადაც დაიგეგმა და განხორციელდა ინსტიტუტის კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებები, მომზადდა ორენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის, ევროპისმცოდნეობის სწავლა-სწავლების თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებზე. სწორედ, აღნიშნული შედეგების შეჯამება მოხდა დასკვნით კონფერენციაზე, სადაც ინსტიტუტის პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

თარიღი: 28/10/2022