საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"წლის საუკეთესო მიღწევა"

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 18 დეკემბერს  საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა  და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეექვსე შეხვედრას თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ.  (სასწავლო დაწესებულებებმა თითოეული ფაკულტეტიდან უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ერთი პრეზენტაცია!).

ღონისძიება ტარდება  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.  

შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს  სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობას, შეკრიბოს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები ღია მეცნიერების პრინციპების პოპულარიზაციისთვის.

ჩვენ, როგორც ღია მეცნიერების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ხელს ვუწყობთ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ კვლევით პრაქტიკას. ამ პროექტის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ საერთო სივრცე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

 

მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე

 

თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად  განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,  2023 წლის  4 დეკემბრამდე მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს  12 სლაიდისა, სადაც პირველ  სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე  სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.

ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და  საკონტაქტო ინფორმაცია. ხოლო, საპრეზენტაციო თემა უნდა შეადგენდეს 10 სლაიდს.

 

გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:

·         10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;

·         5 წუთი კითხვა- პასუხი.

ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!

 

პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირისა.

 

ღონისძიებაში  მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით. 

 

 

 

თარიღი: 18/11/2023