23 ოქტომბერს ქ. მარნეულში გაიმართება კონფერენცია თემაზე "ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო აქტივიზმზე".
კონფერენცია იმართება საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
კონფერენციას აკადემიურ ორგანიზებას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის პროგრამა.
კონფერენციის ორგანიზატორია განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი.
ძირითადი მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს (15+).
მონაწილეობის მსურველმა მოქალაქემ უნდა მოამზადოს თემა და გამოგზავნოს ელ.ფოსტაზე არაუგვიანესს 19 ოქტომბრისა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თემა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე : Tamari.Tolordava313@sps.tsu.edu.ge
შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალები ეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!