საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთი ანთელავას საჯარო ლექცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთი ანთელავამ საჯარო ლექცია  „მაისიც ქალთა ისტორიის თვეა. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის 100 წელი: ელიზაბეთ ქეიდი სტენტონიდან გერტრუდ ვანდერბილთ უითნიმდე“  წაიკითხა.
ქეთი ანთელავამ  სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი, ხელოვნებისა და მისი პროპაგანდის სფეროში მოღვაწე ამერიკელი ქალების შესახებ ისაუბრა.
„ტრადიციულად, მარტის თვე ამერიკაში ქალთა ისტორიის თვეა და რიგითი თუ ცნობილი, თანამედროვე თუ ისტორიული ფიგურების გახსენებას, მათი საქმიანობის ანალიზსა და პოპულარიზაციას ეძღვნება. ქალთა პრობლემებსა და მიღწევებზე საუბრისთვის ერთი თვე საკმარისი არაა და ამისთვის ყველა თვე უნდა გამოვიყენოთ,“ - აღნიშნა ქეთი ანთელავამ.


თარიღი: 10/05/2019