საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება“

პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, 13:00-ზე, გაიმართება: საჯარო დისკუსია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ,,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება“. 

 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი არის 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება კონვენციის ნორმებთან.

 

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ჩარჩო კანონმდებლობისა, რომელიც ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ბრძოლის მიმართულებით კვლავ არსებობს რამდენიმე ძირეული პრობლემა:  სტერეოტიპული განწყობები ქალის დაქვემდებარებულ როლთან დაკავშირებით, პრევენციული სისტემის სუსტი მუშაობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერების საჭიროება, ქალების მიმართ ეკონომიკური ძალადობა, უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა და ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ნაკლებობა.

 

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ ძალადობის გაეროს 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გამართავს, ხოლო პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლების მოხსენებას გააკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და გამოწვევები აღნიშნული მიმართულებით,  ქალების ეკონომიკური გაძლიერება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი და ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა, როგორც ძალადობის დაფარული ფორმა.

 

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115. 

 იხილეთ ღონისძიების  დღის წესრიგი

თარიღი: 21/11/2022