საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში" მონაწილეობის მსურველთათვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას. „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანი ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც  ბაზრის საჭიროებებს პასუხობს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები.

 

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე, იურიდიულ პირებს (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს და/ან მეცნიერებს).

 

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობისთვის, იხელეთ დოკუმენტი - „პროექტის მოკლე აღწერა“/”Snapshot Form”, რომელიც ამავე გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს განაცხადის ფორმას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, ორივე ენაზე შევსებული ფორმა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.

 

 „პროექტის მოკლე აღწერა“/“Snapshot Form” ორივე ენაზე შევსებული სახით უნდა გამოაგზავნოთ  ელ. ფოსტაზე: tech-transfer@gita.gov.ge

Link : Project Snapshot Form - ENG & GEO 1.xlsx

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ჯიტა) წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი სამეცნიერო ინსტიტუტების ხელშესაწყობად სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის პროცესის გაცნობა იყო.  

 

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობისთვის მიიღება მხოლოდ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც შეესაბამება ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეს. განსახილველ პროექტებს დეტალურად  შესწავლიან კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

 

დეტალური შესწავლა გულისხმობს პროექტების დეტალურ შეფასებას ტექნოლოგიური და ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. ამავდროულად ამ ეტაპზე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი.

 

დეტალური შესწავლის შედეგად კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად შედგება კომერციალიზაციის გეგმები და  მათ შესაბამისად, განხორციელდება ტექნოლოგიის/ინოვაციის დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო აქტივობები; აგრეთვე, იწარმოებს მოლაპარაკებები შესაბამის პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.

თარიღი: 15/11/2022