საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობითი სახის შეხვედრა.
აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს შეხვდა უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამის ხელმძღვანელი ინგა სანიკიძე და თსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, 1+4 პროგრამაზე მოწვეული ლექტორი ანა თოდუა.
სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს თსუ-ში არსებულ "1+4" პროგრამისა და ფაკულტეტების შესახებ, შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება კითხვა-პასუხის ფორმატში მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.