მრავალსაუკუნოვან ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს, მეცნიერთა რამოდენიმე თაობა შეისწავლიდა, რაშც, ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს აქვთ შეტანილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “პოლონეთი-საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი” გაიმართა. ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკის სენატის კანცელარიის, მსოფლიო თანამეგობრობა „პოლონია“-ს და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონია“-ს დაარსებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა.
კავშირ „პოლონია“-ს პირველი კრება ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1995 წელს, რადგან კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე თსუ-ს პროფესორი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ფილინა, ძირითად სამეცნიერო ღონისძიებებს, კვლევებს და გამოცემებს ახორციელებდა თსუ-ს სამეცნიერო ბაზაზე.
თსუ-ში 1998 წლიდან ტრადიციულად ტარდებოდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან და დიდ პოლონელებთან დაკავშირებული სამეცნიერო, მათ შორის, საერთაშორისო სესიები.
ამ წლების განმავლობაში გამოიცა სამეცნიერო ნაშრომთა რამდენიმე ტომი, ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ, მონოგრაფიები კავკასიაში და საქართველოში პოლონელთა ცხოვრების შესახებ, პოლონელი კლასიკოსების თარგმანები ქართულ ენაზე.
ამ სამეცნიერო მიღწევებმა მაღალი შეფასება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. კავშირი და მისი თავმჯდომარე დაჯილდოებულნი არიან საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებით და ჯილდოებით.
ყველა ზემოხსენებული კონფერენცია და საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არტურ გემბალიმ, პოლონეთის რესპუბლიკის კონსული საქართველოში ბატონი ჟან დემჩუკი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა რაფალ პერლიმ. კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ მეცნიერები პოლონეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან – ვარშავის და ოლშტინის უნივერსიტეტებიდან. ნაწილმა კი ონლაინ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მეცნიერებმა ვარშავის, ჟეზოვის, ბიალისტოკის, ოლშტინის უნივერსიტეტებიდან და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიიდან.
კონფერენციის განმავლობაში იმუშავა სამმა სექციამ: ისტორია და პოლიტოლოგია; ლიტერატურათმცოდნეობა და ვერბალური კომუნიკაცია; ხელოვნება, კულტუროლოგია და განათლება.
კავშირ ,,პოლონიასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრის ინიციატივით, თსუ-ში 2025 წლის 24-25 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-პოლონურ ურთიერთობების ორი საუკუნე“. კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პოლონეთის რესუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“, პოლონეთის სენატი.
კონფერენციაში მონაწილეობენ: პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არტურ გამბალი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი რაფალ პერლი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნუნუ მიცკიევიჩი, საპატიო სტუმრები და მეცნიერები პოლონეთიდან,ასევე საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.
ასევე ღონისძების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ფოტოგამოფენა: „პოლონური არქიტექტურა თბილისში“ გაიხსნა.