საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი ქართულ/ინლისურენოვანი საბავშვო წიგნის შექმნაზე

რუნის მდგრადი განვითარების ცენტრი (GRUNI SDGs) აცხადებს მეორე მასშტაბურ პროექტს.

 

პროექტი ეხება პირველი ქართულ/ინლისურენოვანი საბავშვო წიგნის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრებას ადრეული ასაკიდანვე.

 

რა სახის ნაშრომები მიიღება?

მოთხრობა

ნოველა

ზღაპარი

ანოტაცია საბავშვო თამაშებისთვის

+

ანიმაციები

მობილური აპლიკაციები

მონაწილეობის უპირატესობები: 

● წიგნი გამოიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში Libra Alliance-ის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო მასშტაბით. 

● წიგნი წარდგენილი იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აფილირებული ორგანიზაციებისთვის. 

● წიგნი გავრცელდება საქართველოს მასშტაბით. 

● ავტორების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია მკაფიოდ იქნება მითითებული. 

● ნამუშევრები (მათ შორის ანიმაციები, აპლიკაციები) მოიპოვებენ საერთაშორისო აღიარებას და ცნობადობას.   

 

შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ დიდ საქმეში და გამოაგზავნეთ ნაშრომი, რომელიც ემსახურება სწორ ღირებულებებსა და იდეებზე მომავალი თაობების აღზრდას!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.gruni.edu.ge/…/2024/05/Details_storytelling.pdf

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

 

თარიღი: 12/06/2024