საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის - „COST”-ის აქციები

მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია „COST” ხელს უწყობს ყველა სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ევროპელ მკვლევართა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასოციაცია COST მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპული კვლევის სივრცის მშენებლობაში და ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით მკვლევარების მობილობის და სამეცნიერო აქტივობების ზრდას. COST აფინანსებს: სემინარებს, ვორქშოფებს, კონფერენციებს; ტრენინგ სკოლებს; მოკლევადიან სამეცნიერო მისიებს; მეცნიერების დისემინაციას, მათ შორის სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ შეუერთდნენ არსებულ "COST" აქციებს.

COST აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული  დაგეგმვისა  და  საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსს, ნათია გაბიტაშვილს (ელ-ფოსტა:).ngabitashvili@mes.gov.ge
თარიღი: 04/06/2018