eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავსადმი მიძღვნილი კონფერენცია

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის ყველა მიმართულების წარმომადგენლები - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია და გეოლოგია. კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ როგორც აკადემიური პერსონალი, ისე სტუდენტები.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 120-მდე მოხსენება, რომლებიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. ღონისძიება იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად გამოცდილ მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

თარიღი: 06/06/2026