საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მემორანდუმი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან

სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს,  ბაკურიანი 2025 შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანი თსუ-ის მოხალისეობრივი საქმიანობით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში სტუდენტთა ჩართვაა.

მემორანდუმს ხელი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის  თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა მოაწერეს.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წლის 9-16 თებერვალს, საქართველოს სამ ლოკაციაზე: თბილისში,  ბათუმსა და ბაკურიანში, უმასპინძლებს ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენელს.  შეჯიბრი  ზამთრის სპორტის 8 ოლიმპიურ სახეობაში: სამთო-სათხილამურო (ალპური) სრიალი, სრიალი თავისუფალი სტილით (ფრისტაილი), სნოუბორდი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ციგურებით რბოლა (შორტ ტრეკი), ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი გაიმართება.

მემორანდუმის ხელმომწერი  მხარეები ისწრაფვიან საგანმანათლებლო ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისაკენ, სპორტული აქტივობის პოპულარიზაციისკენ.  

თარიღი: 10/10/2024