საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია ,,ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით V სამეცნიერო კონფერენცია ,,ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“ გაიხსნა, რომელიც აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხსოვნას ეძღვნება.

 

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი მერაბ ჩუხუა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარმოადგინეს როგორც საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელმა და დამოუკიდებელმა მკვლევრებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა, ასევე სტუმრებმა  საზღვარგარეთიდან. მათ შორის, მალმოს უნივერსიტეტის(შვედეთი), აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (ADAU), აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის, UPV/EHU ბასკეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

თარიღი: 26/03/2026