კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 8 დეკემბერი (14.00 საათი)
სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო საფეხურების, ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ შემდეგ ბმულზე (https://www.tsu.ge/ka/foreign-relations/current-exchange).