ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდი აცხადებს კონკურსს, იმ სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, ვისაც სურს სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში, ან სურთ სამაგისტრო/სადოქოტორო ნაშრომისთვის ბერლინში მდებარე კვლევითი დაწესებულებების გამოყენება.
2025/26 სასწავლო წლისთვის ფონდი გასცემს 15 გრანტს. გრანტები შეადგენს 1100 ევროს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის; და 1,630 ევრო პოსტდოქტორებისთვის თვეში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი. პროგრამა დაიწყება 2025 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 31 ივლისს: http://www.parlament-berlin.de/de/Das-Parlament/Studienstiftung