თსუ-ის პირველ კორპუსში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“ პრემიერა, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დაესწრო.
ფილმი ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლის იუბილეს და მოგვითხრობს ქართული საგანძურის დრამატულ თავგადასავალს. ისტორიკოსებისა და სამუზეუმო საზოგადოების შეფასებით, ფილმში ასახულია ემიგრაციის წლები, განძის გარეშე დარჩენილი საქართველოს რეალობა, გაცოცხლებულია ისტორიული მომენტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან ექსპონატებზე.
ფილმის ავტორია ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე. ფილმი განხორციელდა კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.